|
2019-12-18 17:13:40, 1671 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი 15 წლის მოზარდზე - სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გარდაცვლილ 15 წლის მოზარდზე და მასთან ერთად გამოკითხულ მოსწავლეებზე სავარაუდოდ, ზეწოლის და იძულებითი ჩვენების მიღების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ ლომჯარიამ სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. „იკვეთება ნიშნები, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა დარღვეული იყო. სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მათზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას. საეჭვო ასევე დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობა. სავარაუდოდ, გამოკითხვა ჩატარდა ღამის საათებში, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ იქ შექმნილი არ იყო ფსიქოლოგიური იძულებისაგან თავისუფალი გარემო. არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, მათი ჩვენებების, რაც დამატებით სტრესი და ფსიქოლოგიური იძულება იყო. ყოველივე ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა ომბუდსმენმა. ცნობისთვის, საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)