|
2019-12-18 16:49:43, 1666 ნახვა
პოლიტიკა
სულხან სალაძე: მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას, მინიმუმ პოლიციის კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა
„მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის“,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასტურდება ის ფაქტიც, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენჯერმე მშობლის გარეშეც დარჩა. „მიგვაჩნია, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის, ასევე დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე“,- განაცხადა სალაძემ. ასევე მისი თქმით, როდესაც დანაშაული სისტემის შიგნით ხდება, იქ პასუხისმგებლობა სისტემის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს, ამ შემთხვევაში შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა და უნდა დატოვონ დაკავებული თანამდებობები. „აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შს მინისტრს და მის მოადგილეს ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს, რომ მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები. ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც სისტემით შიგნით ხდება ასეთი დანაშაული, იქ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სისტემის ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში შს მინისტრმა და ქ-ნი ნინო ცაციაშვილის სახელით, ვინც არის შს მინისტრის მოადგილე, კეთდებოდა ის ცნობილი განცხადებები, რომელიც, რბილად, რომ ვთქვათ არ არის რეალობასთან ბოლომდე კავშირში“,- განაცხადა სულხან სალაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)