|
2019-12-18 13:04:03, 1684 ნახვა
სამართალი
„ემპათია“ სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტზე ძიება წამების მუხლით დაიწყოს
არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია", მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს ლონდა თოლორაიას 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდამდე მიყვანის ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს დაუყოვნებლად დაიწყოს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით, რაც ადამიანის წამებას გულისხმობს. „ცენტრი „ემპათია" აწარმოებს მონიტორინგს აღნიშნულ საქმეზე და მიიჩნევს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, რაც დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ დაკითხვისას როგორც მინიმუმ ფსიქოლოგიური წამების მეთოდები იქნა გამოყენებული. ამავდროულად, ვთვლით, რომ კედელზე წარწერა არ უნდა გამხდარიყო სკოლის მხრიდან პოლიციის გამოძახების საფუძველი. მივიჩნევთ, რომ წამების ფაქტების გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს ეფექტურად, ხშირ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ სხვა მუხლებით“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. საქმე ეხება სკოლის კედელზე გაკეთებულ წარწერას - „ამ ცხოვრების დედაც“, რომლის გამოც, სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ვიდეო კამერების ჩანაწერებით ვერ მოახერხეს იმ მოზარდის იდენტიფიცირება, რომელმაც წარწერა გააკეთა, შესაბამისად, მათ არასრულწლოვნები გამოკითხვაზე დაიბარეს. სწორედ გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)