|
2019-12-16 19:05:19, 1842 ნახვა
სამართალი
სოფო კილაძემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ციხეში ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი მოინახულა. დეპუტატი სასჯელაღსრულების დაწესებულებში პატიმრების მოსანახულებლად მას შემდეგ წავიდა, რაც პატიმრების მშობლებმა მათი შვილების ცუდ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც სოფო კილაძე ამბობს, ამ დროისთვის, ორივე პატიმარი კარგ მდგომარეობაშია. ზურაბ ბუდაღაშვილმა სხვა საკანში გადასვლა მოითხოვა, რაზეც ციხის ადმინისტრაცია დათანხმდა. ამ ორი ახალგაზრდის მდგომარეობა არის ნორმალური. ერთ-ერთ ჰქონდა ასეთი თემა, რომ უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზრუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. რაც შეეხება დანარჩენს, ხვალ არის სასამართლო და შესაბამისად, ვიმუშავებთ მაქსიმალურად, რომ მათი უფლებები იყოს სრულად დაცული“, - განაცხადა სოფო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი პოლიციამ 20 ივნისის საქმეზე დააკავა, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)