|
2019-12-16 10:32:54, 2184 ნახვა
სამართალი
გიგა ბოკერია დღეს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, დღეს პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ბოკერიას თქმით, მისი პროკურატურაში დაბარების საკითხი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც „დაჭერები დააანონსა“. „ვისარგებლებ უფლებით, რომ სასამართლოში დამიბარონ მაგისტრ მოსამართლესთან, ეს უფრო გამჭვირვალეც არის და უფრო მოსახერხებელიც. 5 წელია ეს საქმე არ გახსენებიათ და ახლა გაახსენდათ, ამ პოლიტიკურ კლიმატში, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ დაგვიანონსა ზოგადად ოპოზიციურ ლიდერებს, დაისჯებითო. ვართ მზად ამ ტიპის გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. თუ ის არ მოეგება გონს დროზე და არ გადადგამს განმუხტვისკენ ნაბიჯებს და მითუმეტეს, თუ ამ გზით წავა, კიბატონო წავა - რამდენს დაიჭერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზეა დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)