|
2019-12-12 10:02:25, 1747 ნახვა
სამართალი
პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ა.ზ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს და 1967 წელს დაბადებულ გ.ა.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ა.ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)