06:27 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-08 14:33:22, 2345 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერებს ხვდებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება საარჩევნო კანონმდებლობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, რაც, მისი თქმით, საქართველოშია და 85 კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მედიას განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ოპოზიციის იმ წინადადებების გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics