|
2019-12-07 14:30:28, 3261 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე პატიმროდბის შუამდგომლობა საქმის პროკურორმა, მარიამ ქორიძემ დააყენა და აღნიშნა, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ბერის მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე არსებობს. პროკურორის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატმა ჯიტა გულუამ განაცხადა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, რადგან ბერი პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. გულუამ 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. შეგახსენებთ, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი, კიდევ ერთ პირთან ერთად ზუგდიდში, 5 დეკემბერს დააკავეს. მეორე დაკავებულის, რომან მალანიას სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. მას 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)