|
2019-12-06 23:20:02, 2772 ნახვა
სამართალი
მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელია დაკავებული
მოქალაქე მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელია დაკავებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც მთავარ არხთან საუბარში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ისინი 48 საათის განმავლობაში აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პოლიციელი, ადვოკატის ცნობით, თავს დამნაშავედ არ ცნობს "დაიწყო გახდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და იარაღი ამოიღო და მაჩვენა, ტანსაცმელი გაიხადა და გადაყარა. მე ვუთხარი, რას აკეთებ, არაფერს დამაცადეო. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ, მერე მუქარაზეც გადავიდა, გინდა, არ გინდა, მე შენთან სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ცუდი ამბავი მოყვებოდა ამას", - ამბობს მთავარ არხთან საუბარში დაზარალებული კაცი, რომელიც პოლიციელს, აირი დარსალიას, გაუპატიურებაში ადანაშაულებს. დამნაშავეს ბრალი სისხლის სამართლის საქმის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)