|
2019-12-06 14:45:12, 1644 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ ტრენინგში - "ოჯახში ძალადობის გამოძიება". 5-დღიანი სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ტრენერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, აღნიშნული დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიზნით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, საგზაო უსაფრთხოება, და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)