10:54 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 15:53:33, 2008 ნახვა

კომენტარი
გვარამია ივანიშვილზე: ისეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით მიდის და არჩევნებსაც აყალბებს, უნდა დავამხოთ

„ისეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით მიდის, არჩევის კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და არჩევნებსაც აყალბებს, უნდა დავამხოთ“,- ამის შესახებ მთავარი არხის დამფუძნებელმა და „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ისევე როგორც სასამართლო, უფუნქციოა.

„ხელისუფლების ყველა შტო არის ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს ბიძინა ივანიშვილი და ეს ერთი ადამიანი, არის ხელისუფლების უზურპატორი.  ფორმალურად არცერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ის არის ერთადერთი ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლეც კი, რომელიც რიგით სასამართლო საქმეს იხილავს , სამოქალაქოს თუნდაც, ისიც ბიძინა ივანიშვილია და რიგითი პროკურორი, რიგითი პარლამენტის წევრიც საკონსტიტუციო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ესეთი ხალხი, რომელიც არც თავისი ნებით არ მიდის, არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას აუქმებს და აყალბებს არჩევნებს უნდა დავამხოთ“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics