06:52 - 05 Nov, 2026
|
2019-12-03 16:47:14, 2492 ნახვა
სამართალი
მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე „ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს
მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილს „ოცნების“ მხარდამჭერებმა ბოთლი და ცოცხი ესროლეს, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას კი, წყალი შეასხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)