|
2019-12-03 10:33:59, 2215 ნახვა
სამართალი
საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს
საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს − ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს გასდის. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანდიდატებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჰააგის სასამართლოში პირველად ეყოლება მოსამართლე, ამისთვის კი, ეროვნულ დონეზე რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების დაცვით შეირჩევა კანდიდატი, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს საერთაშორისო დონეზე. თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა, რათა აღმოსავლეთ ევროპიდან სწორედ საქართველოს კანდიდატი აირჩეს 2020 წელს. ჰააგაში მიმდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში, თეა წულუკიანი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება. მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა გადახედვას საჭიროებს
კობახიძე - დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
კობახიძე- იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)