06:05 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 15:26:21, 1925 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი დააკავეს

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, მოძრაობა „გაბედეს“ რამდენიმე წევრი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი დააკავეს.

დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა და ადგილობრივებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი.

„ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წევრები უმიზეზოდ გვირტყამდნენ. რუპორი მეჭირა და მშვიდობიანად ვაპროტესტებდი. პასუხი ვერ გაგვცეს, რატომ გვირტყამდნენ. ჩვენი აქტივისტები დააკავეს“, - ამის შესახებ ერთ-ერთმა დაშავებულმა, ცოტნე ვადაჭკორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დაპირისპირება ამ წუთებშიც მიმდინარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics