06:05 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 13:09:52, 1456 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მელიას განაჩენი თუ გამამტყუნებელია, პარლამენტი შესაბამის პროცედურებს განახორციელებს.

„მელიას განაჩენი თუ გამამტყუნებელია, პარლამენტი შესაბამის პროცედურებს განახორციელებს",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება

„პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული  უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად  პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მე არ ვიცი კონკრეტულად, ბატონი მელიას მიმართ რა გადაწყვეტილება არის გამოტანილი, თუმცა ეს თუ არის გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ ბუნებრივია, პარლამენტი იქნება ვალდებული შესაბამისი პროცედურები განახორციელოს“,- განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics