05:57 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 16:48:14, 2933 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა

 „ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა. ეს არ იქნებოდა რეალისტური“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰარცელის თქმით, ის მოხარულია, რომ შედგა საბოლოო დისკუსია და გაიღო კარი სამომავლო დისკუსიებისთვის.

„ევროკავშირს სურდა, დაწყებულიყო სერიოზული დიალოგი და ვყოფილიყავით შუამავალი იმ ნდობის აღსადგენად, რომელიც ორი კვირაა პოლარიზებულია. მოხარული ვარ, რომ ეს ხანგრძლივი დისკუსია შედგა. ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ შეხვედრაზე საბოლოო შედეგი გამოჩნდებოდა, ეს არ იქნებოდა რეალისტური. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ გვეკვლია შესაძლებლობები და გაგვეღო კარი სამომავლო დისკუსიებისთვის“. - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics