05:57 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 15:23:43, 1284 ნახვა

პოლიტიკა
„შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს“ - კალაძე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრაზე

 „შეხვედრა მისასალმებელია, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც გარკვეულ კრიტიას გამოხატავენ და აქციებს აწყობენ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

კალაძის თქმით, კონსტიტუციის ცვლილების გარეშე „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა შეუძლებელია და შეხვედრაზე, შესაძლოა რაღაც საკითხებე შეთანხმება მოხდეს.

„მე კონსტიტუციონალისტი არ ვარ და გამიჭირდება სიღრმეებში შევიდე, თუმცა, რასაც ვისმენდი იყო ის, რომ კონსტიტუციის ცვლილების გარეშე შეუძლებელია „გერმანულ მოდელზე“ გადასვლა. ალბათ, ხვალ ამაზე იქნება მსჯელობა, იქნება ახსნა-განმარტებები. თუმცა დეტალები არ ვიცი. შეიძლება მოხდეს შეთანხმება რაღაც საკითხებზე, თუმცა ის რომ შეხვედრა ხდება ეს არის მისასალმებელი, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის იმ წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც გარკვეულ კრიტიას გამოხატავენ და აქციებს აწყობენ”,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას აქციების პარალელურ რეჟიმში მუშაობა, კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში.

„პოლიტიკის კეთება უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. ხელისუფლება, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება - არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის პროექტებს და ეს არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ მუშაობა. ბევრია პრობლემა, ბევრია გამოწვევა. რადგან მე დედაქალაქის მერი ვარ, ამ შემთხვევაში ვისაუბრებ თბილისზე - ყველაფერს გავაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ღირსეულად გადავლახოთ ის გამოწვევები, რომლებიც აწუხებს თბილისს”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics