|
2019-11-29 14:33:26, 3084 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი ოპოზიციას: მოემზადეთ არჩევნებისთვის, იქნებ ამომრჩეველი „ნაციონალებს“ აბრუნებს ხელისუფლებაში
„მოემზადეთ არჩევნებისთვის, იქნებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი მომავალი არ აქვს და ეს მათაც იციან. „მოემზადეთ არჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020 წელს საქართველოს ამომრჩეველი იტყვის, უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, თუ უნდა დარჩეს, თუ უნდა დარჩეს რამდენი წარმომადგენლით, უნდა დაბრუნდნენ თუ არა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. იქნებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ, რატომ არ უნდათ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ? ალბათ, მათ იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია. რაც შეეხება შენობიდან გამოსვლას, წულუკინმა ეროვნული ბიბლიოთეკა შეძახილებისა და სტვენის ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)