05:47 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 16:14:55, 1376 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია ვაჟა სირაძეს: გვარს ასე ამართლებდე, არ წამომიდგენია [ვიდეო]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და პოლიციის უფროს ვაჟა სირაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მელიამ საპატრულოს უფროსს მოუწოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებები არ შეასრულოს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გვარს ასე ამართლებდე, არ წარმომიდგენია“.

აღნიშნულს ვაჟა სირაძის გაღიზიანება მოჰყვა. მან დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა.

საპასუხოდ მელიამ სირაძეს „სისხლის სამართლის დამნაშავე“ უწოდა.

„ეს პოლიციელები, ახლა რომ გყავთ მუხთალის რომ თავზე ტომარა ჩამოაცვით ნიაღვრის ქუჩაზე და რომ გაიტაცეთ მაშინ გყოლოდათ და მაშინ დაგეცვათ. რა წესრიგი დავიცვათ, კაი რა, გვარს ესე ამართლებდე არ წარმომიდგენია. თქვენ ხართ ის პოლიციის უფროსი, რომელმაც არ იცოდა ხალხი მინუს გრადუსში, ყინვაში როგორ დაშალეს. თქვენ ხართ ის პოლიციელი, რომელიც ემსახურება ერთადერთ ადამიანს. თქვენ ხართ კონკრეტული სისხლის სამართლის დამნაშავე, როდესაც დეპუტატი გამოაგდეთ ძალმომრეობით პარლამენტის შენობიდან“, - მიმართა მელიამ საპატრულო პოლიციის უფროსს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics