|
2019-11-28 10:36:55, 1113 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: დღეს გვაქვს შესაძლებლობა ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია
„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას წლების განმავლობაში კიდევ მოუწევს რეფორმების გატარება სხვადასხვა მიმართულებით. „საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს პირველად და საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა 20 წლის წინ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად, დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ხედვით. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნოთ, თუ რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში. როდესაც საქართველო 20 წლის წინ გახდა ევროსაბჭოს წევრი, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში კიდევ მოუწევს იყოს სრული რეფორმიერების და სხვადასხვა მიმართულებით - სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით რეფორმების გატარების რეჟიმში, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც, რა თქმა უნდა, ვადასტურებთ დღესაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაც, სადაც ქვეყანა სრულად ადასტურებს და სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)