|
2019-11-27 19:21:45, 3664 ნახვა
სამართალი
პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი პენსიის გაზრდას ითხოვს
საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვ. მათ შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც, განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები. „2019 წლის 27 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ლევან მესხი, ნესტან კირთაძე, თამაზ ბოლქვაძე და სხვები (სულ 50 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №648, №1315, №1369, №1370, №1371, №1372, №1373, №1374, №1375, №1379, №1385, №1386, №1388, №1391, №1397, №1398, №1405, №1406, №1407, №1411, №1413, №1414 და №1415). მოსარჩელეები სადავოდ ხდიან ნორმებს, რომლებიც, განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს და, ამასთანავე, ადგენს კომპეტენტური ორგანოს ვალდებულებას, ამ წესთან მოიყვანოს შესაბამისობაში უკვე დანიშნული კომპენსაციები. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრებს, 2005 წლის პირველი აპრილიდან დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 750 ლარის ოდენობით. თუმცა, 2006 წლის პირველი იანვრიდან, სადავო ნორმების ამოქმედების შედეგად, დანიშნული კომპენსაცია შეუმცირდათ 190 ლარით და გაუტოლდა 560 ლარს. მოსარჩელეებს მიაჩნით, რომ აღნიშნული სარგებელი დაცული იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლებით. შედეგად, სადავო ნორმები, რომლებზე დაყდნობითაც შემცირდა მათთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა, ამ თვალსაზრისით, არღვევს საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. დავის საგანი: ა) №648 კონსტიტუციურ სარჩელზე: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ბ) №1315, №1369, №1370, №1371, №1372, №1373, №1374, №1375, №1379, №1385, №1386, №1388, №1391, №1397, №1398, №1405, №1406, №1407, №1411, №1413, №1414 და №1415 კონსტიტუციურ სარჩელებზე: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.
საქსონია-ანჰალტი: AfD თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს
არჩევნები საქსონია-ანჰალტში: ულტრამემარჯვენე AfD-ს ისტორიულ გამარჯვებას აღწევს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)