14:02 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 15:40:34, 1574 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი ლინოს ალექსანდრე სიცილიანოსი  ესწრება.

ევროსასამართლოს პრეზიდენტმა საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ თავმჯდომარეობის პრიორიტეტები სწორად შეარჩია.

„ჩვენ მოხარულები ვართ და ვულოცავთ  საქართველოს  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება. ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა. აღნიშნული თემატიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ სწორად შეარჩია თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა ექნება. მომავალი წლის მაისში  შესაძლებლობა მექნება პირველად ვეწვიო საქართველოს, თავმჯდომარეობის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ  მინისტერიალზე დასასწრებად“, - განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტმა.

სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics