|
2019-11-27 13:19:05, 2443 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება
აშშ-ში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება. "კარნეგის ფონდის" მკვლევარი პოლ სტრონსკი ამბობს, რომ საარჩევნო რეფორმის დაპირების არ შესრულება და დემონსტრაციების დაშლა მთავრობის მხრიდან მისი სისუსტის აღქმაზე მიუთითებს. - ამის შესხებ პოლ სტრონსკმა 'ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა. „ვითარება ძალზედ სამწუხაროა. ხალხს არ ეძლევა საშუალება მთავრობის პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება გამოხატოს და ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ ქუჩაში გასვლაა. მთავრობას, როგორც ჩანს, არ სურს მათ მოუსმინოს და უპასუხოს... რაც ხდება, რასაც ვისმენ და რასაც ფოტოებში ვხედავ - ნამდვილად არ ეხმარება საქართველოს იმიჯს. რუსთაველის ქუჩა, ლამაზი ქუჩაა, სადაც ტურისტები ხშირად სეირნობენ. თუმცა რაც იქ ხდება, არც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, არც მისი როგორც სტაბილური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს და არც მის ტურისტულ ინდუსტრიას ეხმარება. ეს კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ის. სტრონსკი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს გაითვალისწინოს ხალხის უკმაყოფილება და ეცადოს კრიზისის განმუხტვას. „მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის შეშფოთების რეალური საფუძველი და ეცადოს მის გადაწყვეტას. ხოლო ხალხმა ქუჩაში, მტკიცედ, მაგრამ პატივისცემით უნდა გამოხატოს პოზიცია. მთავრობამ პირობა დადო, თუმცა ჩანს, რომ არ სურს მისი შესრულება. ჩანს რომ მთავრობა ღელავს, რომ პოლიტიკურად სუსტდება. ვფიქრობ, [მმართველი ძალა] კიდევ უფრო მეტად დასუსტდება. საქართველოს პრობლემა ისაა, რომ მას კონსტიტუციით, საარჩევნო კანონმდებლობით და საარჩევნო სისტემებით მანიპულაციის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამიტომ არ არსებობს ნდობა არცერთ მხარეზე“, - ამბობს ის.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)