14:03 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 10:49:12, 1427 ნახვა

პოლიტიკა
დღეს საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს

დღეიდან საქართველო 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, ევროპის საბშოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

საქართველო თავმჯდომარეობას, საფრანგეთისგან, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე, გადმოიბარებს, რომლის ცერემონია 27 ნოემბერს სტრასბურგში გაიმართება.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადმოეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს  საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს.

თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი:

1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;

2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;

4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალურ ცერემონიამდე ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები, სპეციალური ტრამვაით იმგზავრებენ, რომელიც ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი არის მორთული.  შემდეგ, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის,  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს. 

საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში 2019 წლის  3 დეკემბერს საქართველოს ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics