|
2019-11-25 22:59:12, 1326 ნახვა
პოლიტიკა
„ჯონჯოლი მოვუტანეთ“ - აქციის მონაწილეები ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა
საპროტესტო აქციის და პარლამენტის პიკეტირების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ სალობიეში იმყოფებოდა. ადგილზე ცოტა ხნის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მივიდნენ და სალობიეში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პრეზიდენტის დაცვის წევრებმა არ მისცეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრეზიდენტისთვის ჯონჯოლი მიიტანეს. სალომე ზურაბიშვილმა სალობიე საპატრულო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)