05:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 11:01:35, 1239 ნახვა

პოლიტიკა
პარტია ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.

შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

ურჩ მაჟრიტრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სხდომა გუშინაც გაიმართა. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით", - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა შედგა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის იმ მაჟორიტარებთან, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან.

ხუნდაძის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. დამატებით, თუ რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობაში და კონკრეტულად რატომ იყო გამართული შეხვედრა "პროდუქტიული", დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს.

"ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რასთან დაკავშირებით იყო", - თქვა ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics