|
2019-11-24 12:26:51, 1598 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური და დაპირისპირება იყო ბოდბის ბაზარში სადაც ირაკლი შიოლაშვილის საქმიანობა გააპროტესტეს
ხმაური და დაპირისპირება იყო ბოდბის ბაზარში - სამოქალაქო აქტივისტები მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გასაპროტესტებლად მივიდნენ. აქტივისტებს ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა დახვდათ და პროტესტის პროტესტის გამოხატვის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. "ქართული ოცნების დეპუტატები გამოგზავნეს და დეპუტატები ურტყამდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, წარმოიდგინეთ ვიღაც ხელის ბიჭები და ზონდერები კი არა, დეპუტატები ყავდათ გამოგზავნილი" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი. „ჩვენ ვაჩვენებთ მოსახლეობას, თუ როგორ მდიდრდება მათ ხარჯზე სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი „სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ იწყებს. პირველი მაჟორიტარი, რომელსაც მოძრაობა ამხელს, სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)