|
2019-11-22 15:35:07, 3242 ნახვა
სამართალი
სუს-თან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ,“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციამ მოძრაობა „გაბედეს“ ექვსი წევრი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან ოთარ ბექაური, ბექა ნათელაშვილი და თორნიკე ჯავახიშვილი. აქტივისტების თქმით, სამართალდამცველები მათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. „ჩვენ ვითხოვთ სუს-ის უფროსის აქ ჩამოსვლას, რათა გაგვცეს კითხვებზე პასუხი. თუ არ მივიღებთ ამ კითხვებზე პასუხს, დავიწყებთ კანონიერი გზებით მთელი ვაჟა ფშაველას პარალიზებას, 10 წუთს ვაძლევთ ამისთვის“,- განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)