05:13 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 12:01:22, 2308 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა; ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო.

გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics