|
2019-11-20 18:41:10, 2782 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ხმაურია - აქციის მონაწილეებს საკუთარ პროცესზე არ უშვებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, თუმაც მათ ამის საშუალება მანდატურებმა არ მისცეს. აღნიშნულს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში 18:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა საკუთარ პროცესზე შესვლის უფლება არ მისცეს. „მოვედი, რადგან მოსამართლის მხრიდავ ვიყავი გაფრთხილებული, რომ განაჩენი უნდა ყოფილიყო 6 საათზე, მაგრამ არ მიშვებენ. მითხრეს 6-ზე უნდა იდგე კართან, თორე წუთის დაგვიანებას არ გაპატიებთო, მოწმეები დავინახე, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰყავთ შეყვანილი და ამუშავებენ, რომ რაღაცა ათქმევინონ. გამოაგორეს ეს ბიჭები, რათა არ შეგვიშვან, რადგან გაფრთხილებული ვიყავი მოსამართლის მხრიდან რომ უნდა ყოფილიყო განაჩენი“,- განაცხადა მაქარაშვილმა. შენობაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, დაკავებულთა პროცესი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)