|
2019-11-20 14:55:17, 2611 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი - კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის
„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო, პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება გახდა საჭირო“, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა 18 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აზრის გამოხატვის ყველა ფორმა კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. „აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და ნებისმიერი მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან, უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებებისა და შეცდომების გამო პოლიციისა და სპეცრაზმის გამოყენება მოხდა. ეს პროცესი რამდენჯერ გავიაროთ? პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ მოქალაქეებისა და სპეცრაზმის დაპირისპირება საჭირო არ იყოს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)