|
2019-11-19 23:01:27, 3529 ნახვა
სამართალი
დაკავებულმა აქტივისტებმა სასამართლო სხდომაზე ჰიმნი შეასრულეს - ვიდეო
თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირის პროცესი მიმდინარეობს. პროცესის მიმდინარეობისას, აქტივისტი გიგა მაქარაშვილის სასამართლოსადმი მიმართვის დროს სხვა დაკავებულმა აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შესრულეს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ლევან კაჭარავს, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის და დავით მჟავანაძის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც, რუსთაველის გამზირიდან სასამართლოში გადაინაცვლეს. ადგილზე არიან დეპუტატები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე. დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)