|
2019-11-19 20:05:14, 2391 ნახვა
კომენტარი
დიღმელაშვილი - ორშაბათს აქ იქნება დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევთ დაშალოთ
მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორშაბათს, 19:00 საათზე, პარლამენტთან მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება. როგორც დიღმელაშვილმა აღნიშნა, აქციის დროს პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ იგეგმება. „შეიძლება გუშინ არ დაგვიმარცხებიხარ ბიძინა ივანიშვილო, მაგრამ შენ თვითონ დამარცხდი. შეიძლება ჩვენ არ ვიყავით გამარჯვებულები, მაგრამ შენ იყავი დამარცხებული. პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები არის გარდაუვალი აუცილებლობა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ეგრედ წოდებული გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს (გერმანული მოდელით) აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ხომ დაგვშალეთ გუშინ, ორშაბათს აქ იქნება ძალიან დიდი შეკრება, ისევ გაკეთდება პიკეტი და ისევ მოგიწევს დაშალო. ყოველ კვირას აქ იქნება პიკეტი, სესია არ შედგება სამშაბათს. ისევ ჩვენი დროით19:00 საათზე, ორშაბათს, იქნება დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც თავისი ბიზნესებისთვის და ფულისთვის არიან იქ, მოუნდებათ პარლამენტში შესვლა, ჯერ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ უნდა გაგვწიონ ჩვენ ყველა, როგორც გაგვწიეს. ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)