|
2019-11-19 18:03:18, 2125 ნახვა
კომენტარი
ოქრიაშვილი: პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის, დებილები ყველგან არიან
„პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის, დებილები ყველგან არიან, მათ შორის ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს რომ მოსახლეობაში მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კვლევა ჩავატაროთ 99% ვერ გვიპასუხებს, რადგან ვერ ერკვევიან. „დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ მოსახლეობაში და ვკითხოთ, რით განსხვავდება და რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში და რა არის ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს იმიტომ, რომ ვერ ერკვევა. ამიტომ, გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე სისტემის მოსახლეობას და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. მე ვიცი, რომ მათ შორის განსხვავება ბევრმა პოლიტიკოსმაც არ იცის. დებილები ყველგან მინახავს, მათ შორის ჟურნალისტებშიც ბევრი დებილია და პროვოკაციულ კითხვებს თავი დაანებეთ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები Black Friday-ისთვის
კაია კალასი სირიისგან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების აღიარების გაწვევას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



