|
2019-11-18 23:33:17, 2626 ნახვა
სამართალი
ექსპერტ კრიმინალისტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ მოლოტოვის კოქტეილები გაიტანეს
საკანონმდებლო ორგანოს მარცხენა ეზოდან გამოვიდნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები, სამუშაოები შეასრულეს დასუფთავების სასმსახურის თანამშრომლებმაც. სწორედ ამის შემდეგ, ადგილზე გამოჩნდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საგამოძიებო მოქმედებები წარმართეს. მათ „ფორმულას" კითხვებს არ უპასუხეს. "ფორმულანიუსის" ცნობით, კრიმინალისტებმა გარკვეული საგნები დალუქეს, მაგრამ უცნობია თუ საიდან გაჩნდა ეს ნივთები იქ. დაახლოებით 16:00 საათიდან ჩიტაძის ქუჩა გადაკეტილია და შესაბამისად, იქ 16:00 საათიდან მხოლოდ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას თქმით, წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, შესაძლოა, ტომრებში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ჩაქუჩები ჰქონდათ. როგორც დეპუტატმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოასწრო და უნდა დაზუსტდეს, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)