04:57 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 13:37:24, 1046 ნახვა

პოლიტიკა
მელია: ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა, ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი

„ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი და მათ უღირთ ივანიშვილის მონობა.

„ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. ის ბიძინა ივანიშვილის ხელით არის გარდაცვლილი და ის არც კი აპირებს, ამ ქვეყანაში პარლამენტმა განახორციელოს უფლებამოსილება. არანაირი საკონსტიტუციო ორგანო ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არ გახლავთ.

შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ივანიშვილი ფულს აშოვნინებს სხვადასხვა ბიზნესით. ისინი ბარტერს უკეთებენ ადამიანს და მხარს უჭერენ ყველა მის გადაწყვეტილებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ეტყვის.

მე შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვთ. ბევრს შეუძლია, რომ არ დაემონოს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მათ უღირთ მონობა. ვისაც არ უღირს მონობა, რამდენიმემ დატოვა მათი ფრაქცია და კიდევ ბევრი დატოვებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics