|
2019-11-17 20:28:46, 2153 ნახვა
სამართალი
ვაჟა სირაძე: არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით
„არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით, კანონდარღვევის შემთხვევაში ვიმოქმედებთ მანდატის ფარგლებში“, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. „არანაირი სახის ექსცესებს არ ველოდებით. ეს არის პრევენციის მიზნით. პოლიციური ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც აქციის წევრები გადაინაცვლებენ და გააგრძელებენ საპროტესტო აქციას. მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით დგანან. ამ ეტაპზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დამატებითი დანაყოფების მობილიზება არ იგეგმება. პოლიციის მხრიდან რაიმე სახის ძალადობა არავის არ დაუნახავს. პოლიცია მშვიდად დგას თითოეულ ლოკაციაზე და იცავს მართლწერიგს. ნებისმიერ შემთხვევაში პოლიცია მზად არის დაეხმაროს ნებისმიერ მხარეს. მე აქაც ვარ, პარლამენტთანაც და ყველგან ვმოძრაობ“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)