05:57 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 18:18:49, 1878 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ქაშუეთთან 1 პირი დააკავა [ვიდეო]

ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 1 პირი დააკავა.

როგორც სამართალდამცველებმა „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტს განუცხადეს, დაკავებული მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ორი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობასთან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. რაც შეეხება მეორე აქციას, ის რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით იმართება.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა გარდამავალი მთავრობის მიერ, პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
კალასი - იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics