|
2019-11-17 18:10:15, 1373 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა ჩაწერა პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში
„ „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა ჩაწერა პროპორციული საარჩევნო სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა. მისი თქმით, თუ პარლამენტის პიკეტირებისას იქნება რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება სახელმწიფო მას დაუპირისპირებს კანონს, თუმცა იმოქმედებს კანონის შესაბამისად. „ჩვენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც კანონს, კანონიერებას და კანონიერ მოქმედებას უპირისპირებდნენ უკანონობას და ბოროტებას. ახლა ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უკანონობას სახელმწიფო უპირისპირებს სახელმწიფო კანონს და სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მოიქცევა კანონის შესაბამისად, რაც ნიშნავს კანონის აღსრულების უზრუნველყოფას. 3 დღის განმავლობაში ისეთი მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს, რომელიც კონსტიტუციური იქნებოდა, მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნა არ აქვთ. როდესაც ისინი იყვნენ პოლიტიკაში და ახორციელებდნენ ვითომ საკონსტიტუციო რეფორმებს, თითიც არ გაუნძრევიათ იმისთვის რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო საარჩევნო სისტემა. მხოლოდ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ ჩავწერეთ კანონში ამის აუცილებლობა, მხოლოდ და მხოლოდ გადაიწია ვადამ და წელს ვერ მოხერხდა ამ პროცესზე გადასვლა, ისინი კი არ არიან ამ კანონის მორალური და სამართლებრივი ავტორები, მათ მსგავსი კანონის განხორციელებს თავიანთი ხელსიფლებაში ყოფნის დროს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აქციის მონაწილეებს ატყუებენ, რომ სამართლებრივი მოთხოვნები აქვთ ხელისუფლებასთან, არადა ამის მორალური უფლება არ აქვთ. რაც შეეხება პარლამენტის პიკეტირებას, ხელისუფლება კანონის აღსრულების უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ორგანო და ყველა სამთავრობო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას. იმ შემთხვევაში, თუ იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება სახელმწიფო მას დაუპირისპირებს კანონს, აქ არ არის საუბარი ძალის გადამეტებაზე, მაგრამ სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად. გვახსოვს, ამ ქვეყანაში კანონიერ მოქმედებას უპირისპირებდნენ უკანონობას, ამ შემთხვევაში კი იქნება პირიქით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)