|
2019-11-16 15:19:13, 2301 ნახვა
სამართალი
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის ზღვასთან მომხდარი მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარემ კი მოსამართლეს ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენება მოთხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მკვლელობაში ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც ბექა კვიციანის ადვოკატმა აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება მართებული არ არის, რის გამოც მის გასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, თბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)