|
2019-11-14 18:42:24, 1739 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს
„პატრიოტთა ალიანსი“ კვირას, 17 ნოემბერს, უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლა იქნება. „ქართული ოცნება 7 წელია ატყუებს ხალხს და პირდება, რომ გააუქმებს მაჟორიტარულ ოლქებს, დღევანდელი კენჭისყრა ამ ტყუილის მწვერვალი და ხილული მაგალითია. სრულიად საქართველოსთვის არის ნათელი, რომ ხელისუფლებამ დღვანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. მე ვაცხადებდი პლენარულ სხდომებზე და ხაზს ვუსვამდი იმას, რომ, თუ ჩავარდება კენჭისყრა, ქვეყანაში უმძიმესი პროცესები დაიწყება, დაიწყება პოლიტიკური კრიზისი და მივმართავდი საჯარო შეკითხვით „ქართულ ოცნებას“, მზად იყვნენ თუ არა ამ კრიზისის დასაძლევად, მაგრამ კრიზისებს თავად იწვევენ და ქვეყანაში ქმნიან აბსოლუტურად ქაოტურ მდგომარეობას, ამიტომ ჩვენ ამ ვითარებაში გადავდივართ უწყვეტ საპროტესტო აქციებზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. "პატრიოტთა ალიანსის" პირველი აქცია კვირას, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, ჩავარდა. კანონპროექტის ჩაგდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ და მათი ნაწილის წინააღმდეგობამ გამოიწვია.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)