|
2019-11-14 17:45:29, 3229 ნახვა
სამართალი
კახა საბანაძე: შსს ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 20-21 ივნისის მოვლენების და საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული არალეტალური ტყვიების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მხრიდან არანაირი გრიფირება არ მომხდარა და სამინისტრო კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, ამ მიმართულებით მსჯელობისთვის მზად არის. "გეტყვით, რომ ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს ტრანსპარანტულობას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. არანაირ გრიფირებას ადგილი არ ჰქონია და მეტსაც გეტყვით, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება არალეტალური ტყვიებს, რომელებიც გამოყენებული იყო კონკრეტული ღონისძიების დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის არალეტალური ტყვიები, რომელებიც განკუთვნილია მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და მასების მართვის პროცესში. როგორც იცით, პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, შესაბამისად, ჩვენი პრეროგატივა არ არის. რა თქმა უნდა, შესაძლოა, იქ არის რაღაც კონკრეტული მომენტები, რომელებიც გრიფირებულია, როცა კონკრეტულ გეგმას ეხება და ეს არავისთვის დასამალი არ არის, ეს არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება კონკრეტულად გასაიდუმლოებას, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ტრანსპარანტულები", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)