|
2019-11-14 17:42:48, 2973 ნახვა
სამართალი
კახა საბანაძე: შსს-ს მხრიდან ტარდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ კურსთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. "შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მსგავსი კატეგორიის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა მინიმალურად იყოს დაყვანილი მსგავსი კატეგორიის დანაშაული. ჩვენი მხრიდან, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება, ვთანამშრომლობთ ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - განაცხადა კახა საბანაძემ. დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს პროგრამის - "HELP" - ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია იმართება. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახა საბანაძემ ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)