04:37 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 12:16:25, 1104 ნახვა

პოლიტიკა
ინაშვილი: დავიჯერო მაჟორიტარი ბერაიას სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს პარტიაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის?

„დავიჯერო მაჟორიტარი ბერაიას სიტყვას უფრო მეტი წონა აქვს პარტიაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის სიტყვას?“, - ასე შეაფასა „ტვ პირველთან“ საუბრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესი.

ინაშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ხელისუფლებას და უშუალოდ „ქართულ ოცნებას“.

„მაქვს ერთი კითხვა, რომელსაც ვერ მოვუძებნე პასუხი, „ქართული ოცნება“ თუ არის ერთი პოლიტიკური გუნდი, დავიჯერო მაჟორიტარ ბერაიას უფრო მეტი წონა აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ამ ორგანიზაციაში? როგორ ხდება, რომ წარადგინეს ინიციტივა და მერე შიგნით არის დისკუსია, უნდათ თუ არა ეს. თუ დისკუსია გინდოდათ, რატომ გამოიტანეთ პლენარულ სხდოაზე განსახილველად, თუ არადა ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური მელაკუდობა და ასეთი თამში პარლამენტთან და საზოგადოებასთან არის დაუშვებელი.

თუ ჩავარდა კანონპროექტი, შემდგომ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას და უშუალოდ „ქართულ ოცნებას“ , იმიტომ, რომ პროცესი გადავა ქუჩაში და მე ეს არ მინდა. მე მინდა მშვიდად ვიმუშაო პარლამენტში, ქვეყნის განვითარებისთვის, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ვერ გაათვითცნობიერებს, რომ ცეცხლთან თამაში არ არის საჭირო, მაშინ ჩვენ გადავალთ ქუჩაში.“, - განაცხადა ინაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics