|
2019-11-13 12:25:15, 1253 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე: მმართველმა გუნდმა გათვალა რისკები და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო
„მმართველმა გუნდმა გათვალა რისკები და უპურატესობები, რის გამოც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას უმრავლესობა ბოლომდე უნდა მიყვეს და შესაბამისად, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც მზარს უჭერს. „მათ აქვთ თავიანთი არგუმენტები, რომლებიც ცალკე აღებული შესაძლოა მყარი არგუმენტები იყოს, მაგრამ ყველაზე მყარი არგუმენტია ის, რომ ამის შესახებ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიცით ზუსტად პროპორციული სისტემის რისკებიც და უპირატესობებიც და ამ უპირატესობების გამო ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ აბსოლუტურად სწორი იყო როგორც პარტიის თავმჯდომარის, ასევე უმრავლესობის პოზიციაც, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უნდა მივყვეთ ბოლომდე და ქვეყანა უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვალოს“, - ამბობს მდინარაძე. მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას თანაგუნდელების ულტიმატუმსაც გამოეხმაურა, რომლებიც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უმრავლესობის დატოვებას აპირებენ. მდინარაძის თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრებმა მას პირად საუბარში უთხრეს, რომ ისინი მხარდაჭერის დაძალებას გულისხმობდნენ, თუმცა მისივე თქმით, არავინ არაფერს არ აძალებს არავის. „მე დავაკონკრეტებინე ყველა მათგანს პირად საუბარში და ყველა მათგანი მეუბნება, რომ თუ ვინმე დამაძალებს დავაჭირო ხელი მწვანეს, როდესაც ამის გაკეთება არ მინდა, ამ შემთხვევაში ჩვენ დავტოვებთ მანდატს. არავინ არავის არ აძალებს არაფერს. სწორედ აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)