|
2019-11-12 21:36:05, 1787 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას
„საქმე ეხება ფუნდამენტურ ცვლილებას. ეს არის ცვლილება, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ისტორიას ცვლის. ჩვენ, დღეს ვსაუბრობთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ფენომენი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული პარლამენტარიზმთან, პარლამენტარიზმის განვითარებასთან, პოლიტიკური კულტურის განვითარებასთან. სწორედ იმიტომ გვინდა შემოვიტანოთ ეს ცვლილება, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს. განვითარდეს პარლამენტარიზმი და პარტიული სისტემა ჩვენს ქვეყანაში",-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მოწოდებები, რომ კენჭისყრა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე გაიმართოს, მიუღებელია და პარლამენტარიზმის მთავარ და ძირითად პრინციპებთან შეუსაბამო. მისივე თქმითვე, მსგავსი მოწოდებებით, ოპოზიცია საკუთარ რეალურ სახეს წარმოაჩენს. „ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვესმის ის, რომ განხილვის გარეშე დეპუტატები უნდა დავაიგნოროთ, რომ მათ პასუხები არ უნდა გავცეთ, სულ რომ გვერდზე გადავდოთ ფორმალიზმი პროცედურების, ეს არის პარლამენტარიზმის თავზე დამხობა. ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის ხალხი, ინიციატორით დაწყებული და ტაშის დამკვრელით დამთავრებული, ვინც საქართველოში მარხავდა პარლამენტარიზმს 9 წლის განმავლობაში. პირდაპირ კენჭისყრა ეს არის მიუღებელი. როდესაც დეპუტატებს პირდაპირ ეუბნებით, რომ ისინი არიან ღილაკზე თითის მიმჭერები, ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი. ეს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს, როდესაც 150 დეპუტატი, და აქ შედიოდა როგორც ნაცმოძრაობა, ასევე მისი მართული ოპოზიცია, ღილაკზე აჭერდა ხელს. ეს დრო დამთავრდა. ჩაბარდა წარსულს, როდესაც ფორმალურად განიხილავდნენ აქ კანონპროექტებს და როდესაც დეპუტატები, მათ შორის ოპოზიციაც, მხოლოდ ღილაკს აჭერდა ხელს. როდესაც განვიხილავთ ასეთ მნიშნელოვან ცვლილებებს და თქვენ დეპუტატს ეუბნებით რომ მხოლოდ ღილაკს თითი უნდა მიაჭიროს, ეს მეტყველებს იმ პოლიტიკურ კულტურაზე, რომელიც თქვენ გქონდათ 9 წლის განმავლობაში და რომლითაც თქვენ აგრძელებთ ცხოვრებას მომდევნო 8 წლის განმავლობაში. ეს არის თქვენი სახე",-განაცხადა პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)