|
2019-11-12 14:32:58, 13699 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა
თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრალდებულად დააკავა, ხოლო მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ლ. ქ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის და აღიქმებოდა მაღალი რისკის საფრთხედ. 2006 წლის ივლისი-აგვისტოს თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა ურეკში მდებარე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა, რაც გულისხმობდა სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებს. ღონისძიება წარმოადგენდა გამაფრთხილებელ აქციას და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას. ღონისძიების ჩატარებამდე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დავალება მიეცა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ ღონისძიების დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენტანტს და გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისთვის. აღნიშნული ქმედების გამო, ჯემალ შამათავას დასჯის მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის - გ.დ.-ს ორგანიზებით, შემუშავებულ იქნა მისი განზრახ უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ლ.ქ., დ.ქ. და ი.გ. ზემოხსენებულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 147-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თორმეტ წლამდე ვადით.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)