|
2019-11-12 11:32:23, 2181 ნახვა
სამართალი
ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ კი, მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელი – გირაო 3000 ლარის ოდენობით. შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს. ანა სუბელიანი კინოთეატრ „ამირანთან“ 8 ნოემბერს დაშავდა, სადაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)