09:08 - 07 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 14:16:08, 1885 ნახვა

სამართალი
შსს-მ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა, რის გამოც გამოძიება არ დაიწყო - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. 

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, შსს-ს ფილმის შინაარსის შესწავლის მოთხოვნით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაარსებული პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მიმართა. რომლის თანახმად,  ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეიცავს „პორნოგრაფიულ კონტენტს“ და „დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქსონია-ანჰალტი: AfD თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს
არჩევნები საქსონია-ანჰალტში: ულტრამემარჯვენე AfD-ს ისტორიულ გამარჯვებას აღწევს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics