04:23 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 14:06:09, 1476 ნახვა

პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი მეზურნიშვილი აირჩია

რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბეგაძის გადაწყვეტილება პარლამენტმა ცნობად მიიღო, მის შემცვლელად კი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

„გვქონდა მსჯელობა გუნდის შიგნით და შევჯერდით ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურაზე. გვქონდა კონსულტაციები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე - რა გაკეთდა ამ გნის განმავლობაში, რა არის დარჩენილი, გასაკეთებელი კომიტეტის შიგნით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

ირაკლი მეზურნიშვილი დღემდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics